განაცხადი აკრედიტებული პირის სტატუსის მისაღებად
აკრედიტაციის მაძიებელმა ლაბორატორიამ აკრედიტაციის გავლის შესახებ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანო - აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარადგინოს განაცხადი რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია ლაბორატორიისა და მისი საქმიანობის შესახებ
მათ შორის:
· ინფორმაცია განმცხადებლის ლაბორატორიის თაობაზე;
· აკრედიტაციის სფერო;
· ინფორმაცია ხელსაწყო-მოწყობილობის თაობაზე;
· მონაცემები საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობის შესახებ და შემდგომი მონაწილეობის გეგმა;
· სსტ ისო/იეკ 17025:2017-2018-ის მოთხოვნათა შესრულების ამსახველი კითხვარი ;
· ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
· პერსონალის თანამდებობრივი ინსტრუქციები (ლაბორატორიის საშტატო სტრუქტურის მიხედვით ISO 17025:2017/2018-ის შესაბამისად);
აკრედიტაცცის მაძიებელმა ლაბორატორიამ ჩამონათვალის მიხედვით მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარადგინოს დოკუმენტირებულ მტკიცებულებებთან ერთად.
ინფორმაცია და შესაბამისი ფორმები აღნიშნული მოთხოვნების შესახებ ხელმისაწვდომია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის ვებ-გვერდზე www.gac.gov.ge ;