სწავლება
გაზომვები და განუსაზღვრელობა
გაზომვები და განუსაზღვრელობა
შ პ ს ” ს ტ ა ნ დ ა რ ტ ი ”
0175, ქ. თბილისი, კოსტავას 77, კორპუსი VI, 211 ა
ელ. ფოსტა: standartprovider@gmail.com
1) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი)
სასწავლო კურსის დასახელება
ცდომილებათა ანალიზი და გაზომვათა განუსაზღვრელობა
Error Analysis and Measurement Uncertainty
სასწავლო კურსის მიზანი
სასწავლო კურსის მიზანია გაზომვათა განუსაზღვრელობის თეორიის საფუძვლების შესწავლა და განუსაზღვრელობის სხვადასხვა ფორმით გამოსახვის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების უნარების დაუფლება.
საათების განაწილება მსმენელის დატვირთვის შესაბამისად
ლექცია(თეორიული სწავლება): - 12
პრაქტიკული: -12
სწავლის შედეგები
სასწავლო კურსის ათვისების შედეგად მსმენელი შეძლებს განუსაზღვრელობის თეორიის ძირითადი და სპეციფიკური ნაწილების ამოცანების გადაწყვეტას.
ლექცია (თეორიული მეცადინეობა)
N თემის დასახელება და შინაარსი
1 გაზომვის არსი. გაზომვათა ძირითადი ეტაპები. გაზომვათა კლასიფიკაცია
2 გაზომვათა შედეგების უტყუარობის შეფასების მეთოდები. სისტემატური ცდომილებები
3 შემთხვევითი ცდომილებები. გაზომვათა განუსაზღვრელობის ცნება. განუსაზღვრელობათა წყაროები და სახეები
4 გაზომვის შედეგების ალბათობათა განაწილება. დაგროვებული სიხშირის გრაფიკი
5 განაწილების ფუნქციის პარამეტრების წერტილოვანი შეფასებები. ინტერვალური პარამეტრები
6 განუსაზღვრელობათა კლასიფიკაცია შეფასების მეთოდის მიხედვით. A და B ტიპების განუსაზღვრელობები
7 სტანდარტული და ჯამური განუსაზღვრელობა. გასაზომი სიდიდის განუსაზღვრელობა. საზომი ექსპერიმენტის განუსაზღვრელობა, მეთოდური განუსაზღვრელობები.
8 გაფართოებული და ფარდობითი განუსაზღვრელობა. ინსტრუმენტული განუსაზღვრელობები - ხელსაწყოს მოქმედების პრინციპში ,,ჩადებული’’ განუსაზღვრელობა. სუბიექტური განუსაზღვრელობები.
9 გაზომვათა შედეგების დამუშავება: პირდაპირი გაზომვები ერთჯერადი დაკვირვებით. პირდაპირი გაზომვების რამდენიმე ჯგუფის დამუშავება (მრავალჯერადი დაკვირვებებით). განუსაზღვრელობის ანგარიშის ოქმის შედგენა. განუსაზღვრელობის ბიუჯეტი.
10 ირიბი გაზომვები - არა კორელირებული შესასვლელი სიდიდეების შემთხვევა. ირიბი გაზომვები - კორელირებული შესასვლელი სიდიდეების შემთხვევა
11 შეთავსებადი გაზომვები - კორელირებული შესასვლელი სიდიდეების შემთხვევა
12 ერთობლივი გაზომვები. გაზომვათა ცდომილებების და განუსაზღვრელობების მახასიათებელთა შეფასებების ურთიერთ შედარება
პრაქტიკული
N თემის დასახელება და შინაარსი
1 ფიზიკური სიდიდე, მისი ზომა, გაზომვის საშუალებები. გაზომვათა შედეგების აღწარმოებადობა, გაზომვის მეთოდი და გაზომვის პრინციპი
/დავალება დამოუკიდებელი სამუშაოსათვის/
2 საზომი ექსპერიმენტი, მისი ორგანიზება. გასაზომი სიდიდის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, გაზომვათა გამეორებადობა (კრებადობა) / მსჯელობა
შესრულებული დამოუკიდებელ სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების მიხედვით/.
3 გასაზომი სიდიდის ნამდვილი მნიშვნელობა, შესწორება, შესწორების კოეფიციენტი. განსხვავებები ცდომილების სისტემატურ და შემთხვევით
შემდგენლებს შორის. გაბნევა/ მსჯელობა შესრულებული დამოუკიდებელ სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის
მასალების მიხედვით/.
4 გაბნევის მახასიათებლები, დისპერსია და განუსაზღვრელობა. სანდო ინტერვალი, ნდობის დონე. / მსჯელობა შესრულებული დამოუკიდებელ
სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების მიხედვით/.
5 განაწილების ფუნქციის სახეები უწყვეტი შემთხვევითი სიდიდისათვის. განაწილების ინტეგრალური და დიფერენციალური ფუნქციების თვისებები,
გრაფიკები. / მსჯელობა შესრულებული დამოუკიდებელ სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების მიხედვით/.
6 კუმულაციური მრუდი, ჰისტოგრამა - განაწილების საწყისი და ცენტრალური მომენტები. მდებარეობის მახასიათებლები - ლოდინი, მოდა, მედიანა.
ლოდინის თვისებები./ მსჯელობა შესრულებული დამოუკიდებელ სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების
მიხედვით/.
7 გაბნევის მახასიათებლები - დისპერსია, სკგ. დისპერსიის თვისებები. ეფექტური წერტილოვანი შეფასებები./ მსჯელობა შესრულებული
დამოუკიდებელ სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების მიხედვით/.
8 ნორმალური, თანაბარი, სამკუთხა და ტრაპეციისებრი განაწილებები. / მსჯელობა შესრულებული დამოუკიდებელ სამუშაოზე.
დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების მიხედვით/.
9 კონკრეტული რეკომენდაციები ანგარიშის შედგენისათვის. მოდელირების განუსაზღვრელობა. ბუნებრივი (პოტენციური) განუსაზღვრელობები. /
მსჯელობა შესრულებული დამოუკიდებელ სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების მიხედვით/.
10 მაგალითი - მყარი სხეულის სიმკვრივის გაზომვა ირიბი მეთოდით უკორელაციოდ. ირიბი გაზომვების შედეგის განსაზღვრის მაგალითის განხილვა კორელაციით
11 მაგალითი - აეროდინამიკური გამოცდებისას გაზომილი ჰაერის ხარჯის განუსაზღვრელობის შეფასება (მაგალითების შერჩევა მსმენელების
ინტერესების მიხედვით)
12 მაგალითი - კონკრეტული მაგალითების განხილვა მსმენელთა შემოთავაზებების მიხედვით
ძირითადი ლიტერატურა
რ. ჟვანია. გაზომვათა განუსაზღვრელობის თეორია. თბილისი, 2010.
EA აკრედიტაციის ევროპული თანამშრომლობა. EA-4/16 გაზომვის განუსაზღვრელობის გამოსახვა დაკალიბრების დროს. 1999.
ნ. აბელაშვილი. თარგმანი და კომენტარები ”გაზომვის განუსაზღვრელობის გამოსახვის სახელმძღვანელოს” გამოყენება. РМГ 43-2001. ოფიციალური გამოცემა. 2007.
Н.Ю. Ефремова, С.А, Качур. Примеры оценивания неопределенностей из различных областей измерений и испытаний. Практич. Пособие. Минск, 2006.
Руководство по выражению неопределенности измерения. Перевод с англ. под научн. ред. проф. В.А. Слаева. ГП ВНИИМ им. Д.И. Менделеева, С. – Петербург, 1999.
И.П. Захаров, В.Д. Кукуш. Теория неопределенности в измерениях. Учебное пособие. Харьков, 2002.
სილაბუსის ავტორი - ნოდარ აბელაშვილი.
2) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი)
სასწავლო კურსის დასახელება
ზოგადი მეტროლოგიის საფუძვლები
Basics of General Metrology
სასწავლო კურსის მიზანი
სასწავლო კურსის მიზანია გაზომვების თეორიული და პრატიკული საფუძვლების შესწავლა. გაზომვის ცდომილებათა სხვადასხვა ფორმით გამოსახვისა და ანგარიშის მეთოდების ასევე, განუსაზღვრელობის სხვადასხვა ფორმით გამოსახვის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების უნარების დაუფლება.
საათების განაწილება მსმენელის დატვირთვის შესაბამისად
ლექცია(თეორიული სწავლება): - 12
პრაქტიკული: - 12
სწავლის შედეგები
სასწავლო კურსის ათვისების შედეგად მსმენელი შეძლებს გაზომვის თეორიის ძირითადი და სპეციფიკური ნაწილების ამოცანების გადაწყვეტას.
ლექცია (თეორიული მეცადინეობა)
N თემის დასახელება და შინაარსი
1 გაზომვის არსი. გაზომვათა ძირითადი ეტაპები. გაზომვათა კლასიფიკაცია მეტროლოგიური უზრუნველყოფის ძირითადი მიზნები და ამოცანები;
2 გაზომვათა ერთიანობა და სიზუსტე. გაზომვათა შედეგების უტყუარობის შეფასების მეთოდები. სისტემატური ცდომილებები
3 შემთხვევითი ცდომილებები. განუსაზღვრელობათა წყაროები და სახეები. მეტროლოგიური უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზა. განზომილების განტოლება;
4 ფიზიკური სიდიდე. ფიზიკური სიდიდის ერთეულები. ერთეულთა საერთაშორისო სისტემა; გაზომვის შედეგების ალბათობათა განაწილება.
დაგროვებული სიხშირის გრაფიკი.
5 ჯერადი და წილობრივი სიდიდეები; პრაქტიკული მაგალითები;
6 განაწილების ფუნქციის პარამეტრების წერტილოვანი შეფასებები. ინტერვალური პარამეტრები. გაზომვათა განუსაზღვრელობის ცნება.
7 განუსაზღვრელობათა კლასიფიკაცია შეფასების მეთოდის მიხედვით. A და B ტიპების განუსაზღვრელობები
8 სტანდარტული და ჯამური განუსაზღვრელობა. გასაზომი სიდიდის განუსაზღვრელობა. საზომი ექსპერიმენტის განუსაზღვრელობა, მეთოდური
განუსაზღვრელობები.
9 გაფართოებული და ფარდობითი განუსაზღვრელობა. ინსტრუმენტული განუსაზღვრელობები - ხელსაწყოს მოქმედების პრინციპში ,,ჩადებული’’
განუსაზღვრელობა. სუბიექტური განუსაზღვრელობები.
10 გაზომვათა შედეგების დამუშავება: პირდაპირი გაზომვები ერთჯერადი დაკვირვებით. პირდაპირი გაზომვების რამდენიმე ჯგუფის დამუშავება
(მრავალჯერადი დაკვირვებებით). განუსაზღვრელობის ანგარიშის ოქმის შედგენა. განუსაზღვრელობის ბიუჯეტი.
11 ირიბი გაზომვები - არა კორელირებული შესასვლელი სიდიდეების შემთხვევა. ირიბი გაზომვები - კორელირებული შესასვლელი სიდიდეების
შემთხვევა
12 შეთავსებადი გაზომვები - კორელირებული შესასვლელი სიდიდეების შემთხვევა
13 ერთობლივი გაზომვები. დამოწმება შედარების ხელსაწყოების საშუალებით. ელექტრული ბოგირი. დაპირისპირების და ჩანაცვლების მეთოდები.
დაპირისპირების ნულოვანი მეთოდი;
პრაქტიკული
N თემის დასახელება და შინაარსი
1 ფიზიკური სიდიდე, მისი ზომა, გაზომვის საშუალებები. გაზომვათა შედეგების აღწარმოებადობა, გაზომვის მეთოდი და გაზომვის პრინციპი
/დავალება დამოუკიდებელი სამუშაოსათვის/
2 საზომი ექსპერიმენტი, მისი ორგანიზება. გასაზომი სიდიდის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, გაზომვათა გამეორებადობა (კრებადობა) / მსჯელობა
შესრულებული დამოუკიდებელ სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების მიხედვით/.
3 გასაზომი სიდიდის ნამდვილი მნიშვნელობა, შესწორება, შესწორების კოეფიციენტი. განსხვავებები ცდომილების სისტემატურ და შემთხვევით
შემდგენლებს შორის. გაბნევა/ მსჯელობა შესრულებული დამოუკიდებელ სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის
მასალების მიხედვით/.
4 გაბნევის მახასიათებლები, დისპერსია და განუსაზღვრელობა. სანდო ინტერვალი, ნდობის დონე. / მსჯელობა შესრულებული დამოუკიდებელ
სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების მიხედვით/.
5 განაწილების ფუნქციის სახეები უწყვეტი შემთხვევითი სიდიდისათვის. განაწილების ინტეგრალური და დიფერენციალური ფუნქციების
თვისებები, გრაფიკები. / მსჯელობა შესრულებული დამოუკიდებელ სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების
მიხედვით/.
6 კუმულაციური მრუდი, ჰისტოგრამა - განაწილების საწყისი და ცენტრალური მომენტები. მდებარეობის მახასიათებლები - ლოდინი, მოდა, მედიანა.
ლოდინის თვისებები./ მსჯელობა შესრულებული დამოუკიდებელ სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების
მიხედვით/.
7 გაბნევის მახასიათებლები - დისპერსია, სკგ. დისპერსიის თვისებები. ეფექტური წერტილოვანი შეფასებები./ მსჯელობა შესრულებული
დამოუკიდებელ სამუშაოზე. დამოუკიდებელი სამუშაო ახალი თემის მასალების მიხედვით/.
8 საზომი საშუალების დამოწმების მეთოდები.წანაცვლებისრეგისტრაციის ხერხი; დასამოწმებელი ხელსაწყოს სკალის მიხედვით ცდომილების
ათვლის ხერხი;
9 ერთეულთა ზომების გადაცემის ზოგადი სქემა ეტალონიდან მუშა გამზომი საშუალებებისათვის.
10 დაკვირვებისა და გაზომვის შედეგი. განაწილების ნორმალურობის ჰიპოთეზის შემოწმება დაკვირვებათა მცირე რაოდენობისთვის; ჰისტოგრამა და
საკონტროლო ფურცელი. მდებარეობის მახასიათბლები-ლოდინი, მოდა, მედიანა. ლოდინის თვისებები. პრაქტიკული მაგალითების განხილვა.
11 უხეში ცდომილება (ამოვარდნა). დაკვირვებათა შედეგის მონაცემებიდან უხეში ცდომილების გამოვლენა და მისი ნეიტრალიზება. გაზომვის
საშუალებანი და მათი სახეობები. ხელსაწყოს ჩვენების სტაბილურობა და აღქმადობა;
12 მაგალითი - კონკრეტული მაგალითების განხილვა მსმენელთა შემოთავაზებების მიხედვით.
ძირითადი ლიტერატურა
რ. ჟვანია. გაზომვათა განუსაზღვრელობის თეორია. თბილისი, 2010.
EA აკრედიტაციის ევროპული თანამშრომლობა. EA-4/16 გაზომვის განუსაზღვრელობის გამოსახვა დაკალიბრების დროს. 1999.
ნ. აბელაშვილი. თარგმანი და კომენტარები ”გაზომვის განუსაზღვრელობის გამოსახვის სახელმძღვანელოს” გამოყენება. РМГ 43-2001. ოფიციალური გამოცემა. 2007.
Н.Ю. Ефремова, С.А, Качур. Примеры оценивания неопределенностей из различных областей измерений и испытаний. Практич. Пособие. Минск, 2006.
სილაბუსის ავტორი - ნოდარ აბელაშვილი