ტექნიკური მოთხოვნები
საქართველოს სტანდარტი, სსტ ისო/იეკ 17043 : 2010/2016 “შესაბამისობის შეფასება-ზოგადი მოთხოვნები საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის” განსაზღვრავს აუცილებელ მოთხოვნებს ყველა ტიპის საკვალიფიკაციო ტესტირების სქემისათვის და გამოიყენება, როგორც საფუძველი შესაბამისი კონკრეტული სფეროს ლაბორატორიების კომპეტენციის შეფასებისათვის.
საკვალიფიკაციო ტესტირება ხორციელდება ლაბორატორიათაშორისი შედარების გზით, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმის შესაბამისად მონაწილეთა საქმიანობის სფეროების მიხედვით. ასეთი ტიპის ტესტირება მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება ქვემოთ ჩამოთვლილით:
a. რაოდენობრივი სქემით - საკვალიფიკაციო ტესტირების ერთი ან მეტი საზომი სიდიდეების გამოთვლა;
b. თვისობრივი სქემით - საკვალიფიკაციო ტესტირების ნიმუშის ერთი ან მეტი მახასიათებლის დადგენით ან აღწერით;
c. თანმიმდევრული სქემით — ერთი ან მეტი საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულების თანმიმდევრულად განაწილებით ტესტირების ან გაზომვისთვის, რომლის დროსაც ტესტირების ერთეულები უბრუნდება საკვალიფიკაციო ტესტირების მიმწოდებელს განსაზღვრული დროის შემდეგ;
d. ერთდროული სქემით - საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულების
განაწილებით ერთდროული ტესტირების ან გაზომვისთვის განსაზღვრული დროის პერიოდში;
e. ერთჯერადი დავალებით - მოწვეულთათვის საკვალიფიკაციო ერთეულების ერთჯერადი მიწოდებით;
f. უწყვეტი სქემით - საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულების დროის რეგულარულ ინტერვალებში მიწოდება;
g. ნიმუშის აღებით - მომდევნო ანალიზისათვის ნიმუშების აღებით;
h. მონაცემების გარდაქმნითა და ინტერპრეტაცით - მონაცემების ნაკრების ან სხვაინფორმაციის წარდგენით, ინფორმაციის დამუშავებით და შემდგომში შედეგების ინტერპრეტაცით.
საკვალიფიკაციო ტესტირებისთვის გამოყენებული ნიმუში, შეიძლება იყოს: პროდუქტი, არტეფაქტი, სტანდარტული ნიმუში, მოწყობილობის ნაწილი, გაზომვის სტანდარტი, მონაცემთა ნაკრები ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც განსაზღვრავს საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელი
ორგანიზაცია, იგი პასუხისმგებელია საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის
ყველა საკითხის შემუშავებასა და ფუნქციონირებაზე.
· პერსონალი
საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელს ჰყავს მმართვის ჯგუფი და ტექნიკური პერსონალი, რომელთაც მოვალეობების შესასრულებლად
აქვთ საჭირო უფლებამოსილება, რესურსები და გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკური კომპეტენცია;
· მოწყობილობა, შენობა და გარემო
საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელი უზრუნველყოფს, ლაბორატორიათაშორის გამოცდებს ჩატარებას შესაბამისი მოწყობილობით, ადგილით მათ შორის საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულის წარმოების, მოპყრობის, კალიბრაციის, გამოცდის, შენახვისა, დაგზავნის, მონაცემთა დამუშავებისა და კომუნიკაციისათვის;
საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის პროექტი
საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის პროექტის დაგეგმვა
საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელმა უნდა დაგეგმოს და დაადგინოს ის პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენს საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის ხარისხზე და უზრუნველყოს მათ შესრულებას წინასწარ განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულის მომზადება
საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულები მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს ჩვეულებრივი ტესტირებისას ან კალიბრაციისას გამოყენებული ერთეულებისა და მასალების ტიპებს, მატრიცას, საზომ სიდიდეებს და კონცენტრაციებს. ასეთი ტესტირებისთვის გამოყენებული ნიმუში შეიძლება იყოს: პროდუქტი, არტეფაქტი, სტანდარტული ნიმუში, მოწყობილობის ნაწილი, გაზომვის სტანდარტი, მონაცემთა ნაკრები ან სხვა ინფორმაცია.
ერთგვაროვნება და სტაბილურობა
საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულები უნდა იყოს საკმარისად მდგრადი, რათა არ განიცადონ მნიშვნელოვანი ცვლილება საკვალიფიკაციო ტესტირების განმავლობაში, მათ შორის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებში. ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის კრიტერიუმი განისაზღვრება და ეფუძნება მონაწილის შესრულებაზე არაერთგვაროვნებისა და არასტაბილურობის ზეგავლენას.
სტატისტიკური პროექტი
სტატისტიკური პროექტი მოიცავს საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის მონაცემების დაგეგმვის, შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების პროცესს. საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელმა დოკუმენტურად უნდა გააფორმოს სტატისტიკური პროექტი და მონაცემთა ანალიზის მეთოდები, რომლებიც გამოიყენება მინიჭებული მნიშვნელობის იდენტიფიკაციისა და მონაწილეთა შედეგების შეფასებისათვის და უნდა უზრუნველყოფდეს მათი შერჩევის მიზეზებისა და საფუძვლის აღწერას.
მინიჭებული მნიშვნელობები
მინიჭებული მნიშვნელობის განსაზღვრის პროცედურა ითვალისწინებს მეტროლოგიური მიკვლევადობისა და გაზომვის განუსაზღვრელობას, რომელიც საჭიროა საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის მიზანთან შესაბამისობის წარმოსადგენად.
მეთოდის ან პროცედურის არჩევანი
მონაწილეები ჩვეულებრივად ირჩევენ იმ გამოცდის, კალიბრაციის ან გაზომვის პროცედურას, რომელსაც იყენებენ თავიანთი რუტინული
პროცედურებისათვის. საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელი თუ მონაწილეებს სთავაზობს თავად აირჩიონ მეთოდი, მას უნდა ჰქონდეს:
a. სხვადასხვა გამოცდის ან გაზომვის მეთოდებისათვის მიდგომა და პროცედურა;
b. ინფორმაცია, გამოცდისა და გაზომვის სხვადასხვა მეთოდის ტექნიკური ეკვივალენტობის შესახებ მონაწილეთა შედეგების შესაფასებლად.
საკვალიფიკაციო ტესტირების სქემების ფუნქციონირება
ინსტრუქციები მონაწილეებისათვის
საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელი მონაწილეებს აწვდის ინსტრუქციებს, რომელიც მოიცავს:
a. საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულების გამოყენების წესებს იმავენაირად, როგორც უმეტესობა გამოცდილი ნიმუშებისა;
b. დეტალებსა და ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულების გამოცდაზე ან
დაკალიბრებაზე;
c. დეტალურ პროცედურას საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულების მომზადების ან კონდიცირებისათვის;
d. სპეციფიკურ და დეტალურ ინსტრუქციებს გაზომვის შედეგებისა და
დაკავშირებული განუსაზღვრელობების ჩაწერისა და ანგარიშგებისათვის;
e. საკვალიფიკაციო ტესტირების ან გაზომვების შედეგების მიღებისა და ანალიზის წარდგენის ბოლო თარიღს;
საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულების მოპყრობა, შენახვა, შეფუთვა, მარკირება და განაწილება
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკვალიფიკაციო ტესტირების ერთეულების უსაფრთხო შენახვა, იდენტიფიკაცია, დანაწილება, დაუზიანებლობა, ასევე უნდა აკონტროლოს შეფუთვისა და მარკირების მთელი პროცესი.
მონაცემთა ანალიზი და საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის შედეგების შემოწმება
მონაცემთა ანალიზი და ჩანაწერები
მონაცემთა ანალიზის მიხედვით უნდა მოხდეს ჯამური და შესრულების სტატისტიკა, ასევე საკვალიფიკაციო ტესტირების სქემით განზოგადდეს სტატისტიკური ინფორმაცია. საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელს უნდა გააჩნდეს დოკუმენტირებული კრიტერიუმები და პროცედურები ტესტირების შედეგებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება სტატისტიკურ მონაცემებს.
შესრულების შეფასება
საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელი იყენებს შეფასების დამტკიცებულ (აღიარებულ) მეთოდებს, რომლებიც შეესაბამება საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის მიზნებს, ასევე უზრუნველყოფს მონაწილეთა ქმედებებს კვალიფიცირებული კომენტარებით თუ არსებობს შესაბამისობა საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის მიზნებისათვის.
გასათვალისწინებელია:
- გაზომვის განუსაზღვრელობა, საერთო ქმედება წინასწარი მოლოდინის მიმართ;
- განსხვავება მონაწილეებს შორის, შედარება წინა საკვალიფიკაციო ტესტირებასთან, მსგავს საკვალიფიკაციო ტესტირების სქემებთან ან გამოქვეყნებულ ზუსტ მონაცემებთან;
- განსხვავება მეთოდებს ან პროცედურებს შორის;
- ნებისმიერი სხვა წინადადებები, რეკომენდაციები ან ზოგადი კომენტარები; და დასკვნები.
ანგარიშები
საკვალიფიკაციო ტესტირების ანგარიშები უნდა იყოს მარტივი, ადვილად
გასაგები და მოიცავდეს როგორც ყველა მონაწილის, ასევე ცალკეული მონაწილის
ინდივიდუალურ შედეგებს. ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მონაწილეებისათვის დაგეგმილი დროის მონაკვეთებში.
კომუნიკაცია მონაწილეებთან
საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელმა მონაწილეებს უნდა მიაწოდოს
დეტალური ინფორმაცია საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს:
a) საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის სფეროს შესაბამის დეტალებს;
b) მონაწილეობის ნებისმიერ გადასახდელებს;
c) დოკუმენტირებულ შესაბამისობის კრიტერიუმს მონაწილეობისათვის;
d) კონფიდენციალურობის შეთანხმებებს და დარეგისტრირების დეტალებს.
კონფიდენციალურობა
საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის მონაწილეების ვინაობა კონფიდენციალურია და ცნობილი უნდა იყოს მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც ჩართული არიან საკვალიფიკაციო სქემის ფუნქციონირების პროცესში. მონაწილის მიერ საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლისთვის გადაცემული ინფორმაცია კონფიდენციალურია.