მოთხოვნები მენეჯმენტისადმი
ორგანიზაცია
საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელი უნდა იყოს იურიდიული პირი. მენეჯმენტის სისტემა უნდა მოიცავდეს საკვალიფიკაციო ტესტირებისმომწოდებლის მუდმივ შენობაში ან მუდმივი შენობისგან მოშორებით მდებარე ფართობებსა და დროებით შენობებში ჩატარებულ სამუშაოებს. საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელს ორგანიზაციული საქმიანობისათვის უნდა:
a. ჰყავდეს მმართველი და ტექნიკური პერსონალი;
b. ჰქონდეს შეთანხმება მენეჯმენტისა და პერსონალის შიგა და გარე კომერციული, ფინანსური, ადმინისტრაციული და სხვა ზეგავლენისაგან განთავისუფლების შესახებ;
c. ჰქონდეს პოლიტიკა და პროცედურები მონაწილეების კონფიდენციალური ინფორმაციისა და ქონებრივი უფლებების დაცვასათვის;
d. განსაზღვროს ორგანიზაციისა და მენეჯმენტის სტრუქტურა;
e. უზრუნველყოს ზედამხედველობა ტექნიკურ პერსონალზე;
მენეჯმენტის სისტემა
თავის საქმიანობაში საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელს შემუშავებული უნდა ჰქონდეს, დანერგოს და შეინარჩუნოს მიწოდებული საკვალიფიკაციო ტესტირების ტიპის, დონისა და მოცულობის სათანადო მენეჯმენტის სისტემა.
დოკუმენტების კონტროლი
საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელმა უნდა შეიმუშაოს და შეინარჩუნოს მენეჯმენტის სისტემის ყველა, შიდა თუ გარე, აწარმოოს დოკუმენტების კონტროლი მათი:
- დამოწმების, გამოცემისა და ცვლილებების შეტანის;
- მოთხოვნების, ტენდერების, კონტრაქტების განხილვის;
- ქვეკონტრაქტების გაფორმების;
- მომსახურებისა და მასალების შესყიდვის;
- მომხმარებლის მომსახურების;
- საჩივრებისა და აპელაციების;
- შეუსაბამო სამუშაოს კონტროლის;
- გაუმჯობესების;
- მაკორექტირებელი ქმედებების;
- პრევენციული ქმედებების;
- ჩანაწერების კონტროლის;
- შიდა აუდიტის;
- მენეჯმენტის განხილვების;
დოკუმენტების შექმნის, მონიტორინგისა და განხილვის გზით.