ISO-17043
გაზომვები და განუსაზღვრელობა
გაზომვები და განუსაზღვრელობა
საკვალიფიკაციო ტესტირების ლაბორატორია
ISO 17043:2010/2016 “შესაბამისობის შეფასება - ზოგადი მოთხოვნები საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის”
საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრისა და სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე 2016 წლის 12 დეკემბრიდან, სამოქმედოდ შემოტანილია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ისო) და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (იეკ) სტანდარტის „ისო/იეკ 17043:2010-2016 შესაბამისობის შეფასება-ზოგადი მოთხოვნები საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის“
ლაბორატორიათშორისი შედარებები ფართოდ გამოიყენება მრავალი მიზნისთვის და მათი საერთაშორისო მოთხოვნა, ტიპური ლაბორატორიათშორისი შედარებების სფეროში, სულ უფრო და უფრო იზრდება. და მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა:
a) სპეციფიკური ლაბორატორიული გამოცდის ან გაზომვის შეფასება, რომელიც მოიცავს ლაბორატორიის უწყვეტი მუშაობის მონიტორინგს;
b) ლაბორატორიებში პრობლემების გამოვლენას, რომელიც გულისხმობს გამოცდებისა და გაზომვების არასწორ პროცესებს, თანამშრომლების
არაეფექტურ სწავლებასა და მოწყობილობების არასწორ დაკალიბრებას, ასევე ამ პრობლემების აღმოფხვრას;
c) გამოცდის ან გაზომვის მეთოდების შედარებითობა და ეფექტურობის დადგენა;
d) ლაბორატორიის მომხმარებლების მხრიდან ნდობის გაზრდის უზრუნველყოფა;
e) ლაბორატორიათშორისი განსხვავებების იდენტიფიკაცია;
f) ამგვარი შედარებების საფუძველზე, მონაწილე ლაბორატორიების განვითარება პროფესიონალური კუთხით;
g) გამოვლენილი განუსაზღვრელობის ვალიდირება;
საკვალიფიკაციო ტესტირება მოიცავს ლაბორატორიათშორისი შედარებების გამოყენებას ლაბორატორიის კომპენტენციის განსასაზღვრად, როგორც ეს მოცემულია ზემოთ, a) და g) პუნქტებში.
ლაბორატორიის ქმედებებში მუდმივი ნდობის არსებობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლაბორატორიისა და მისი მომხმარებლებისთვის, არამედ დაინტერესებული მხარეებისთვის, როგორებიცაა:
შემკვეთები, მარეგულირებელი ორგანიზაციები, ლაბორატორიების აკრედიტაციის ორგანოები და სხვა ორგანოები, რომლებიც ადგენენ მოთხოვნებს ლაბორატორიებისადმი.
ისო/იეკ 17043:2010-2016 სტანდარტის მოთხოვნების უმეტესობა დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორებიცაა მენეჯმენტი, დაგეგმვა, დაპროექტება, პერსონალი, ხარისხის უზრუნველყოფა, კონფიდენციალურობა და სხვა ასპექტები.
ისო/იეკ 17011-ის მიხედვით აკრედიტებულმა ორგანოებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ლაბორატორიების მონაწილეობას და ქმედებებს საკვალიფიკაციო ტესტირებისას.
საკვალიფიკაციო ტესტირების საჭიროება იზრდება შესაბამისობის შეფასების ისეთ ღონისძიებებში, როგორებიცაა: ინსპექტირება და პროდუქტის სერტიფიკაცია.