ნოდარი აბელაშვილი
პროფესორი, შპს „სტანდარტი“, დირექტორი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
საგანმანათლებლო პროგრამა: მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი
ნონა ოთხოზორია
პროფესორი, შპს „სტანდარტი“ , ხარისხის მენეჯერი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
საგანმანათლებლო პროგრამა: საზომი ტექნიკა, ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ტექნოლოგიები
ჩვენი ისტორია
ჯერ კიდევ, 1966 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაფუძნდა საინფორმაციო საზომი ტექნიკის კათედრა, რომელშიც შეისწავლებოდა მეტროლოიის, სტანდარტიზაციის და სერტიფიკაციის საკითხები.
ჩვენმა ჯგუფმა საგამოცდო და დაკალიბრების აკრედიტებულ და არააკრედიტებულ ლაბორატორიებთან თანამშრომლობა 2012 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, რომელიც ISO 17025:2017-2018 სტანდარტის მიხედვით გაზომვის გამუსაზღვრელობის გამოთვლებთან დაკავშირებული საკითხების ტრენინგებს და კონსულტაციებს გულისხმობს. ამ პერიოდის განმავლობაში სერვისით ისარგებლა სხვადასხვა სფეროს საგამოცდო და კალიბრების 200-ზე მეტმა ლაბორატორიამ და ფიზიკურ პირმა, რაზედაც გაიცა შესაბამისი სერტიფიკატები .
აღნიშნულ სფეროში მოთხოვნების ზრდის გამო, რაც ევროკავშირთან და აშშ-სთან გაზრდილმა სავაჭრო სამეურნეო, ეკონომიკურმა და სამეცნიერო ურთიერთობის გაფართოებამ გამოიწვია ასევე გაზარდა მოთხოვნები ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურებისადმი, რომლის დაკმაყოფილებისთვისაც 2018 წელს შეიქმნა შპს „სტანდარტი“.
შპს „სტანდარტი“ მოწოდებულია მომსახურება გაუწიოს ლაბორატორიებს ISO 17025:2017-2018 სტანდარტით აკრედიტაციის მისაღებად საჭირო სამუშაოთა ორგანიზებაში, მეტროლოგიური და სტანდარტიზაციის კუთხით და დაეხმაროს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში.
შპს „სტანდარტი“ მომსახურებას გაგიწევთ საკვალიფიკაციო ტესტირების ორგანიზებაში, მისი მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებაში და შეფასების კრიტერიუმების დადგენაში.
შპს „სტანდარტი“ მოგემსახურებათ, LabVIEW ბაზაზე შექმნილი , გაზომვის განუსაზღვრელობის გამოსათვლელი საავტორო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში და შესწავლაში.