მომსახურება/სერვისები
გაზომვები და განუსაზღვრელობა
გაზომვები და განუსაზღვრელობა
ჩვენმა ჯგუფმა საგამოცდო და დაკალიბრების აკრედიტებულ და არააკრედიტებულ ლაბორატორიებთან თანამშრომლობა 2010 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, რომელიც ISO 17025:2017-2018 სტანდარტის მიხედვით გაზომვის გამუსაზღვრელობის გამოთვლებთან დაკავშირებული საკითხების ტრენინგებს და კონსულტაციებს გულისხმობდა. ამ პერიოდის განმავლობაში სერვისით ისარგებლა სხვადასხვა სფეროს საგამოცდო და კალიბრების 200-ზე მეტმა ლაბორატორიამ და ფიზიკურ პირმა, რაზედაც გაიცა შესაბამისი სერტიფიკატები.
აღნიშნულ სფეროში მოთხოვნების ზრდის გამო, რაც ევროკავშირთან და აშშ-სთან გაზრდილმა სავაჭრო სამეურნეო, ეკონომიკურმა და სამეცნიერო ურთიერთობის გაფართოებამ გამოიწვია ასევე გაზარდა მოთხოვნები ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურებისადმი, რომლის დაკმაყოფილებისთვისაც 2018 წელს შეიქმნა შპს „სტანდარტი“.
შპს „სტანდარტი“ მოწოდებულია მომსახურება გაუწიოს ლაბორატორიებს ISO 17025:2017-2018 და ISO 17043:2010/2016 სტანდარტებით აკრედიტაციის მისაღებად საჭირო სამუშაოთა ორგანიზებაში, როგორც კონსულტაციებით მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის კუთხით, ასევე დახმარებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში.
შპს „სტანდარტი“ მომსახურებას გაგიწევთ საკვალიფიკაციო ტესტირების ორგანიზებაში ISO 17043:2010/2016 სტანდარტის შესაბამისად, მისი მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებაში და შეფასების კრიტერიუმების დადგენაში.
შპს „სტანდარტი“ მოგემსახურებათ, LabVIEW ბაზაზე შექმნილი, გაზომვის განუსაზღვრელობის გამოსათვლელი საავტორო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში და შესწავლაში.
დოკუმენტაციის მომზადება ISO 17025, ISO 17043 აკრედიტაციისთვის;
პროფესიული ტესტირება, ლაბორატორიათაშორისი გამოცდების მიწოდება;
სტატისტიკური დიზაინი ლაბორატორიათაშორისი გამოცდებისთვის;
საგამოცდო და დაკალიბრების ლაბორატორიების მეტროლოგიური აუდიტი.